logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი: მთავრობის შემცირების იდეას ვუჭერ მხარს, თუმცა ქადაგიძის განცხადება პოპულისტურია!
- +

17 თებერვალი. 2016. 16:06


ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ზოგიერთი სამინისტროს გაუქმების ინიციატივით გამოდის, მისი განცხადებით, ეს საქართველოს ეკონომიკას საგრძნობლად გააჯანსაღებს.


ქადაგიძის ინიციატივასთან დაკავშირებით „რეპორტიორს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ესაუბრა. მისი თქმით, რეფორმები მიმართული უნდა იყოს მთლიანი შიდაპროდუქტის ზრდაზე და არა მხოლოდ ხარჯების შემცირებაზე.


„ზოგადად მთავრობის შემცირების იდეას მხარს ვუჭერ, მაგრამ გიორგი ქადაგიძის განცხადება პოპულისტურია. ქვეყანაში სამინისტროების რაოდენობა განსაზღვრულ გავლენას ახდენს მხოლოდ ხარჯების გაზრდაზე, ხოლო ის, ბევრი სამინისტრო იქნება თუ ცოტა, არანაირ ზეგავლენას არ ახდენს შემოსავლების ოდენობაზე. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური რეფორმები პირველ რიგში შემოსავლების ზრდას უნდა ეყრდნობოდეს. თუ შემოსავლები არ გაიზარდა, 30-მილიონიანი ეკონომია სამინისტროების შემცირების ხარჯზე განსაკუთრებულ შეღავათს არ მოიტანს. რეფორმები მიმართული უნდა იყოს მთლიანი შიდაპროდუქტის ზრდაზე და არა მხოლოდ ხარჯების შემცირებაზე. ხარჯების შემცირება მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი", - განაცხადა ქუცნაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner