logo_geo
eng_logo
„აშშ-ში სააკაშვილის ვიზიტის ექსკლუზიური დეტალები“
- +

7 ოქტომბერი. 2016. 17:12

რა მსგავსებაა ამერიკელი და ქართველი პოლიტიკოსების წინასაარჩევნო დაპირებებს შორის? როგორია აშშ- პრეზიდენტობის კანდიდატების - რესპუბლიკელი" ტრამპისა და დემოკრატი" კლინტონის ეკონომიკური გზავნილები? რამდენად სწორ ეკონომიკურ აქცენტებს აკეთებენ ქართველი პოლიტიკოსები წინასაარჩევნო პერიოდში? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ვერსიას" ექსკლუზიურ ინტერვიუში, საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი, თემუ ბასილია ესაუბრება.

- ბატონო თემურ, რამდენად სწორად აქვთ შედგენილი პოლიტიკოსებს წინასაარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი, ეფექტურია თუ არა მათი ეკონომიკური დაპირებები? 

- ამჟამინდელ არჩევნებზე მომზადებული წინასაარჩევნო პროგრამები გაცილებით დახვეწილია, ვიდრე საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის მანძილზე იყო. როგორც ჩანს, საქართველოში ნელ-ნელა იკიდებს ფეხს ახალი პოლიტიკური კულტურა, რომლითაც პროგრამები გაცილებით სერიოზულად და კვალიფიციურად უნდა მომზადდეს, რათა შედეგებსა და კონკრეტულ ღონისძიებებზე ორიენტირებული იყოს. ასეთი პროგრამები აქვთ დასავლური ტიპის პარტიებს როგორც აშშ-ში, ასევე ევროგაერთიანების ქვეყნებში. მათში განსაზღვრულია ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული მთავარი პრობლემები და ისიც, როგორ წარმოუდგენიათ პარტიებს მათი მოგვარება. თუ ობიექტურად შევაფასებთ, „ქართული ოცნების" ეკონომიკური პროგრამა ყველაზე კვალიფიციურ შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან სახელისუფლებო პარტიას, სხვებზე მეტად მიუწვდება ხელი ინფორმაციაზე. ამიტომ მათი პროგრამა გაცილებით კომპეტენტური და რეალისტურია. 

- რეალისტურია 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა, რასაც ოცნება" გვპირდება? ნაციონალები კი ამბობენ, 45 ათას სამუშაო ადგილს შევქმნითო, არადა, თანამდებობის პირი იყავით და დამეთანხმებით, რომ სამუშაო ადგილებს ქვეყანაში ბიზნესი ქმნის. 

- ამგვარი დაპირება პირველად 1995 წელს მოვისმინეთ, როცა „მოქალაქეთა კავშირმა" მილიონი სამუშაო ადგილის შექმნის იდეა გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ვიცე-პრემიერი ვიყავი, ამას არჩევნებამდეც და შემდეგაც, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდი. ამ საკითხზე საკმაოდ მწვავე საუბარი მქონდა „მოქალაქეთა კავშირის" ეკონომიკურ გუნდთან დახურულ სხდომაზე. თუმცა თუ იმ ციფრებს, რასაც „ოცნება" და ნაციონალები დასაქმების მიმართულებით ასახელებენ, შევარდნაძის დროინდელ მილიონ სამუშაო ადგილთან შევადარებთ, ვნახავთ, რომ ეს ბევრად უფრო რეალისტური დაპირებებია. მილიონ სამუშაო ადგილს არანაირი ეკონომიკური საფუძველი არ ჰქონია. მოგვიანებით მოუძებნეს ახსნა, თითქოს გლეხებს რომ მიწებს დავურიგებთ, მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნებაო. არადა, შესაძლოა, გლეხებს მიწები საკუთრებაში გაფორმებული არ ჰქონდათ, მაგრამ ისედაც ამუშავებდნენ, ანუ დასაქმებულები იყვნენ. შესაბამისად, ამით ახალი სამუშაო ადგილები არ შეიქმნებოდა. აქედან გამომდინარე, ნაციონალებისა და „ოცნების" კონკრეტულად ეს დაპირება, გაცილებით კვალიფიციური და რაც მთავარია, ეკონომიკურად დასაბუთებულია. 

- ეკონომიკურ დაპირებებს შორის, ცუდ ტონად მიმაჩნია რამდენიმე ასეული ლარით გაზრდილი პენსიაც. დღეს პენსიონერების სოციალური შემწეობა 180 ლარია, მაგრამ ირაკლი ალასანია 300-ლარიან პენსიას გვპირდება, ნინო ბურჯანაძე - პენსიას სტაჟისა და დამსახურების მიხედვით, პაატა ბურჭულაძე - 250-ლარიან პენსიას, დავით ბაქრაძე - 230-ლარიანს, ხოლო გიორგი კვირიკაშვილი - დაგროვებითი პენსიის რეფორმას გვთავაზობს. რამდენად სწორია ასეთი დაპირებები? 

- დაგროვებითი პენსიის რეფორმა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რაც ახლებური საპენსიო სისტემის ჩამოყალიბებას ნიშნავს. დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, პირველ რიგში, მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ), ამ რეფორმას საკმაოდ აქტიურად დაუჭერენ მხარს. რაც შეეხება მსოფლიო ბანკს, დარწმუნებული ვარ, ეს ორგანიზაცია სერიოზულ ინტელექტუალურ მხარდაჭერას გაუწევს „ოცნებას"... 

- უკაცრავად, რის საფუძველზე აცხადებთ, რომ მსოფლიო ბანკი და სსფ დაგროვებით საპენსიო სისტემას მხარს დაუჭერენ? 

- ეს არის ამ ორგანიზაციების ერთ-ერთი პრიორიტეტი. გარდა ამისა, მაქვს ინფორმაცია ჩემი მეგობრებისგანაც, რომლებიც ამ ორგანიზაციებში მუშაობენ. ისინი მოხარულები არიან, რადგან საქართველოს მთავრობა სწორედ ამ მიმართულებით იწყებს ნაბიჯების გადადგმას. შესაბამისად, თუ მთავრობისგან იქნება შეთავაზება, ისინი მზად არიან, ამ რეფორმის ჩამოყალიბების პროცესში მიიღონ მონაწილეობა და თუ საჭირო იქნება, სპეციალური მხარდაჭერის პროგრამაც შექმნან, რომელსაც თვითონვე დააფინანსებენ. ახლა თქვენი კითხვის ძირითად ნაწილს დავუბრუნდეთ. 
პენსია სტაჟისა და დამსახურების მიხედვით, რასაც ნინო ბურჯანაძე ჰპირდება პენსიონერებს, საკმაოდ აპრობირებულია ყველა განვითარებულ ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-სა და ევროგაერთიანების ქვეყნებში. თუ საქართველოშიც ამ პრინციპით გასცემენ პენსიას, ამას მხოლოდ მივესალმები. სხვათა შორის, ეს არანაირად არ უშლის ხელს დაგროვებით საპენსიო რეფორმას. რაც შეეხება სხვა პოლიტიკოსების დაპირებებს, რომლებიც კონკრეტულ ციფრებს ასახელებენ, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ ციფრებს გაცილებით მეტი ეკონომიკური დასაბუთება სჭირდება. თეორიულად შეიძლება პენსია 250 ლარიც გახდეს და 300-იც, მაგრამ რის ხარჯზე? მაშინ ამ პარტიებმა კონკრეტულად უნდა დაასაბუთონ, ბიუჯეტის რომელ მიმართულებას მოაკლდება დაფინანსება, რათა პენსია 250 ან თუნდაც 300 ლარამდე გაიზარდოს. 

- ძალიან პოპულისტური დაპირება მგონია გადასახადების შემცირება, რასაც პარტიები მოსახლეობას პირდებიან. მსხვილი ბიზნესი კარგად ხვდება, რომ გადასახადები არ შემცირდება, ხოლო საშუალო და მცირე ბიზნესი სიხარულით ისმენს ამგვარ დაპირებას, რაც სრულიად არარეალისტურია. ყველაზე ცუდი ის არის, რომ არც ერთი პარტია არ ასაბუთებს, როგორ და რის ხარჯზე აპირებს ბიუჯეტის შევსებას გადასახადების შემცირების შემდეგ.

- ვიდრე გიპასუხებდეთ, მაინტერესებს, რამდენია საშემოსავლო და მოგების გადასახადი საქართველოში? 

- საშემოსავლო 20%, ხოლო მოგების გადასახადი 15%- ია, რატომ მეკითხებით, ბატონო თემურ?

- აშშ-ში, კორპორაციული ანუ მოგების გადასახადი 39%-ია და ითვლება, რომ იქ ყველაზე დაბალი გადასახადებია. აღარაფერს ვამბობ ევროგაერთიანების იმ ქვეყნებზე, სადაც კორპორაციული და საშემოსავლო გადასახადი 50%-ზე მეტია და ხშირ შემთხვევაში, 65%-საც კი აღწევს. აშშ ცნობილია იმით, რომ იქ ყველაზე დაბალი გადასახადებია. საქართველოში მოგების გადასახადი 15%-ია - 24%-ით ნაკლებია აშშ-სთან შედარებით. სხვათა შორის, იმასაც ამბობდნენ, რომ საქართველოში მოგების გადასახადი გაუქმებულიყო, რაც არასერიოზული მგონია. მოგების გადასახადი არა მარტო ბიუჯეტის მნიშვნელოვანი წყაროა, რომლითაც ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამები ფინანსდება, მათ შორის, პენსიები გაიცემა, ამ გადასახადით, ბიზნესი ვალდებულია, აღრიცხვა და კონტროლი მოაწესრიგოს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ გადასახადების შემცირება და მით უმეტეს, გაუქმება არასერიოზულია. 

- აშშ-ში, რომელიც დემოკრატიის აკვანია, მხოლოდ ორი ძირითადი პარტიაა - რესპუბლიკური" და დემოკრატიული". საინტერესოა, როგორია ამ პარტიების წინასაარჩევნო პროგრამების ეკონომიკური მიმართულებები, რა საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას? 

- ეკონომიკური მიმართულება ამ პარტიების პროგრამების ქვაკუთხედია, მნიშვნელობა არ აქვს, საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, სენატისა თუ კონგრესის. ეკონომიკა ამერიკის უმთავრესი პრიორიტეტია, ამიტომ ყველა კანდიდატი ცდილობს, მაქსიმალურად შეეხოს მტკივნეულ საკითხებს და პრობლემების გადაწყვეტის გზებიც დასახონ. მართალია, აშშ-ში ორი ძირითადი პარტიაა, მაგრამ სხვა პარტიებიც არსებობს. საპრეზიდენტო არჩევნებზე ორი ძირითადი კანდიდატია, „რესპუბლიკელი" დონალდ ტრამპი და „დემოკრატი" ჰილარი კლინტონი, მაგრამ სინამდვილეში, ოთხი კანდიდატი მონაწილეობს, მესამე „ლიბერტარიანული პარტიის", ხოლო მეოთხე „მწვანეთა პარტიის" წარმომადგენელია. 

- ვინაიდან კონკურენცია კლინტონსა და ტრამპს შორის მიმდინარეობს, რომლებიც აშშ- ძირითად პარტიებს წარმოადგენენ, მათი ეკონომიკური პროგრამები განვიხილოთ, რას ჰპირდებიან ისინი ამომრჩევლებს? 

- მათი დაპირებები სრულიად განსხვავებულია. შესაძლოა, ზოგიერთი საკითხის შეფასებებში მათი აზრები ერთმანეთს ემთხვევა კიდეც, მაგრამ პრობლემის გადაწყვეტის გზები და გეგმა, აბსოლუტურად განსხვავებულია. კლინტონის მთავარი მესიჯი საშუალო კლასის შემოსავლებისა და ცხოვრების დონის ზრდაა. ამერიკაში საშუალო კლასად თვლიან ადამიანებს, რომლებიც ფაბრიკებში, ქარხნებში რიგით მუშებად მუშაობენ, საქართველოში კი საშუალო კლასად, რატომღაც ბიზნესსექტორში დასაქმებულები ითვლებიან. შესაბამისად, როდესაც ამერიკაში საშუალო კლასის შემოსავლების ზრდაზე საუბრობენ, მხედველობაში მუშები ჰყავთ და არა ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. საშუალო კლასის შემოსავლების ზრდას, კლინტონი მათი გადასახადების შემცირებით, ლიბერალიზაციით აპირებს. კლინტონი სამეცნიერო კვლევების დაფინანსებას გეგმავს. მეტიც, ის აქცენტს აკეთებს ქალბატონებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა უფრო ადვილად დასაქმდნენ. დაახლოებით, 35 მილიარდით უნდა გაიზარდოს კოლეჯების დაფინანსება, რადგან ამერიკაში მართლაც ძალიან ძვირია განათლების მიღება და ეს ყველას არ შეუძლია. თუმცა „დემოკრატიული პარტიისთვის" განათლება ძირითადი მიმართულებაა. კლინტონი ინფრასტრუქტურის ბანკის შექმნასაც აპირებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 27 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს, რაც გზებისა და ხიდების მშენებლობას დააფინანსებს, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს. ერთ-ერთი მიმართულებაა, ე.წ. ფრი სქულების განვითარება, რასაც საქართველოში საბავშვო ბაღებს ვუწოდებთ. ამერიკაში, ძირითადად, კერძო საბავშვო ბაღებია, მაგრამ ეს იმდენად მნიშვნელოვანია კლინტონისთვის, რომ აპირებს, „ფრი სქულ" ხელმისაწვდომი გახადოს ამერიკელებისთვის. კლინტონი ეკონომიკის სამართლიან ზრდაზე აკეთებს აქცენტს და აცხადებს, რომ მინიმალური ხელფასი 1 საათში - 15 აშშ დოლარამდე უნდა გაიზარდოს. სხვადასხვა შტატში სხვადასხვაგვარადაა, მაგრამ დღეს აშშ-ში, მინიმალური ხელფასი 1 საათში - 6-8 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს. 

- რადგან მინიმალური ხელფასის ზრდაზე აკეთებს აქცენტს, ჩანს პოპულისტურ დაპირებას ვერც ჰილარი კლინტონი ასცდა? 

- დიახ, ასეა. ჰილარის ძირითადი კონკურენტი „დემოკრატიულ პარტიაში" ბერნი სანდერსი იყო, რომელიც საკუთარ თავს მემარცხენე მიმართულების პოლიტიკოსს უწოდებს. სანდერსი ძალიან პოპულარულია აშშ-ში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რადგან ამ ადამიანს საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები არასდროს შეუცვლია და ამის გამო, უდიდეს პატივს სცემენ. მემარცხენე ტიპის ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მას მხარს უჭერდა და ჰილარი კლინტონი იძულებული გახდა, რომ ბერნი სანდერსის ბევრი მემარცხენე დაპირება გაეთვალისწინებინა. ამით კლინტონი ცდილობს, სანდერსის მომხრეებმა სწორედ მას დაუჭირონ მხარი საპრეზიდენტო არჩევნებზე. სიღარიბის დაძლევა ჰილარის ერთ-ერთი, მთავარი მიმართულებაა, რაზეც საქართველოში საერთოდ არ ფიქრობენ. ქართული და ამერიკული სიღარიბე კი საგრძნობლად განსხვავდება, აშშ-ში ღარიბად ითვლება ოთხსულიანი ოჯახი, რომლის წლიური შემოსავალი 25 000 აშშ დოლარზე ნაკლებია. შესაბამისად, ასეთი ოჯახები სპეციალური დახმარებით სარგებლობენ, სახელმწიფო ე.წ. კვების ბარათებს აძლევს, რომლითაც მაღაზიებში კვების აუცილებელ პროდუქტებს იძენენ. საქართველოში ბევრი რამ არ იციან აშშ-ს შესახებ და სხვაგვარი წარმოდგენები აქვთ. აშშ-ს ბიუჯეტის ყველაზე დიდი ხარჯი, სწორედ სოციალური პროგრამების დაფინანსებაა, ამის შემდეგ მოდის თავდაცვა და უსაფრთხოება.

სამწუხაროდ, საქართველოში დარწმუნებულები არიან, რომ აშშ სოციალურ პროგრამებზე თითქმის არაფერს ხარჯავს, არადა, ფედერალური ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი ოდენობის თანხა, სწორედ სოციალურ პროგრამებზე იხარჯება. 

- რესპუბლიკელი" დონალდ ტრამპი რას ჰპირდება ამერიკელ ამომრჩევლებს? 

- ტრამპის ძირითადი მიმართულებაა მაკე America great again! ანუ ამერიკა ისევ დიად ქვეყნად უნდა იქცეს, რადგან „რესპუბლიკური პარტია" მიიჩნევთ, რომ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის განმავლობაში, აშშ-მ თავისი სიდიადე დაკარგა, რომელიც დასაბრუნებელია. რამდენად სწორია ეს მიდგომა, სხვა თემაა, მაგრამ როგორც ჩანს, ამ იდეას საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. ტრამპის ძირითადი მიმართულება გადასახადების შემცირებაა და შესაბამისად, კორპორაციული გადასახადის 15%-მდე შემცირებას გეგმავს, რომელიც ახლა 39%-ია. 

- ტრამპის ამ პოპულისტურ დაპირებას ამერიკელი ამომრჩეველი სერიოზულად აღიქვამს? 

- დიახ, აშშ-ში საკმაოდ დიდი ოდენობის მასაა ადამიანებისა, რომლებიც თვლიან, რომ თუ გადასახადები შემცირდება, მდიდრებს კიდევ უფრო მეტი რაოდენობის თანხა დარჩებათ და ისინი ამ თანხის ინვესტირებას განახორციელებენ, რითაც ეკონომიკის განვითარებას ხელს შეუწყობენ. გადასახადების შემცირება „რესპუბლიკური პარტიის" ძირითადი მიმართულებაა და ამომრჩევლების დიდი ნაწილი მათ მხარს უჭერს. სოციალური დახმარების სისტემა იმდენად კარგადაა ჩამოყალიბებული აშშ-ში, სოციალური დახმარებების ხარჯებს შემცირებას ტრამპიც კი ვერ ბედავს. რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას, ტრამპის ძირითადი ლოზუნგია სმარტ ტრადე. ძალიან საინტერესოა, რომ აშშ-ს ბევრ ქვეყანასთან, განსაკუთრებით ლათინური ამერიკის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის სისტემას ახორციელებს, ანუ ამ ქვეყნებიდან აშშ-ში პროდუქცია დაბეგვრის გარეშე შემოაქვთ, ტრამპი კი ამ ხელშეკრულების გადასინჯვას აპირებს. მისი მთავარი ლოზუნგი და პროგრამის ძირითადი მიმართულება სამუშაო ადგილების შექმნაა და პირდაპირ აცხადებს, რომ ამ მხრივ, აშშ-ს პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელიც ყველაზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის. ამიტომ ქართველი პოლიტიკოსების ამ ტიპის დაპირებები ნუ გაგიკვირდებათ. ტრამპი 21 500 000 ადგილის შექმნას გეგმავს და ეს მის პროგრამაშიც წერია, თქვენ კი 45 000 და 200 000 სამუშაო ადგილი გაგიკვირდათ. 

- ბატონო თემურ, ისევ საქართველოს წინასაარჩევნო გარემოს დავუბრუნდეთ. 4 ოქტომბერს, კოლმეურნეობის მოედანზე, ნაციონალური მოძრაობის წევრის, გივი თარგამაძის მანქანა აფეთქდა. თქვენი აზრით, ვის აწყობდა ეს აფეთქება არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე? 

- თუ ვინმეს არ აწყობდა, მოქმედი ხელისუფლებაა, რადგან ეს უარყოფითად მოქმედებს ხელისუფლების იმიჯზე ქვეყნის გარეთ და შიგნითაც. როგორც მინიმუმ, ადამიანებში გაჩნდება განცდა, რომ ხელისუფლებამ ამგვარი ფაქტი თავიდან ვერ აიცილა. ამ შემთხვევაში, ხელისუფლების მიმართ კრიტიკა მოიმატებს და ლოგიკურად ვასკვნი, რომ თუ ვინმეს არ აწყობდა გივი თარგამაძის მანქანის აფეთქება, ეს ხელისუფლებაა. ვნახე სხვა ვერსიაც, სადაც ამ აფეთქების ინიციატორად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს ასახელებენ. მესმის, ამ უცხო ქვეყანამ ბევრი არასწორი ნაბიჯები გადადგა საქართველოსთან მიმართებაში, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ქვეყნის ორი ისტორიული მხარე ოკუპირებული აქვს, მაგრამ რაღა მაინც და მაინც, არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე გადაწყვიტეს თარგამაძის აფეთქება? აქამდე ან არჩევნების შემდეგ ააფეთქებდნენ და ამიტომ ამ ვერსიისაც არ მჯერა. ნაციონალურ მოძრაობასიმდენჯერ აქვს ამგვარი რამ გაკეთებული, ჯერ კიდევ 2003 წლამდე, ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც, ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხურჩის ეპიზოდი გაიხსენეთ, თარგამაძის მანქანის აფეთქებაც არ გაუჭირდებოდათ. გაიხსენეთ, რამდენი ადამიანი გააუბედურეს საკუთარი ხელისუფლების განმტკიცების გამო, ამიტომ 100%-ით ვარ დარწმუნებული, ეს მათივე ინსპირირებულია. სამი წელია, სააკაშვილი საქართველოს რეალობასაა მოწყვეტილი და როგორც ჩანს, გამორჩა, რომ ასეთი სცენარები საქართველოს მოსახლეობაზე აღარ იმოქმედებს. ამით შესაძლოა, საკუთარი მხარდამჭერების მობილიზება შეძლონ, რომლებიც სრული შემადგენლობით მივლენ არჩევნებზე. შესაბამისად, ეს გაკეთდა „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების მობილიზების გამო, ხოლო ნეიტრალურ ამომრჩევლებში ეჭვი გააჩინეს, რათა არჩევნებზე არ წავიდნენ. თუ არჩევნებზე მიმსვლელთა რაოდენობა დაბალი იქნება, ხოლო ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები სრული შემადგენლობით მივლენ, ნაციონალებს გაცილებით მაღალი პროცენტი დაუფიქსირდებათ, ვიდრე სინამდვილეში აქვთ. თუ ასე არ მოხდება, ამას მოჰყვება, რომ თითქოს არჩევნები გაუყალბეს, ანუ არჩევნების შემდეგ, საპროტესტო აქციებისთვის ნიადაგს ამზადებენ. ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული, რადგან სააკაშვილი ჩამოსული იყო ვაშინგტონში, ზუსტად ვიცი, ვის შეხვდა და რა ტიპის მოლაპარაკებები გამართა აქ. მოკლედ, ნაციონალური მოძრაობა არა მარტო არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვისაც ემზადება, რათა არჩევნების მეორე დღესვე, დესტაბილიზაცია შექმნან ქვეყანაში. 

- თუ კონფიდენციალური ინფორმაცია არ არის, კონკრეტულად ვის შეხვდა სააკაშვილი ვაშინგტონში?

- გარკვეულ ჯგუფებს შეხვდა, რომლებსაც ხელისუფლებაზე ზემოქმედების ბერკეტები და მექანიზმები აქვთ. კონგრესისა და სენატის წარმომადგენლებსაც შეხვდა და საკუთარ მხარდამჭერებსაც, როგორც ვაშინგტონში, ასევე ნიუ-იორკში. თუმცა რაც არ უნდა კონფიდენციალური შეხვედრა იყოს, აშშ-ში ინფორმაცია მაინც ჟონავს, ეს ამერიკაა, სადაც არაფერი იმალება. 

- ამ შეხვედრებიდან გამომდინარე ასკვნით, რომ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა არჩევნების შემდეგ, დესტაბილიზაციის გეგმას განიხილავენ? 

- დიახ და ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული! 

- თქვენი პროგნოზით, პოლიტიკური პარტიების როგორ კონფიგურაციას მივიღებთ ახალ პარლამენტში? თუ მიიჩნევთ, რომ მრავალპარტიული საკანონმდებლო ორგანო იქნება, რომელ პარტიებს აქვთ ბარიერის გადალახვის შანსი? 

- იმდენად სწრაფად და დრამატულად იცვლება მოვლენები საქართველოში, რომ ასეთი პროგნოზის გაკეთება რთულია. ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ „ოცნება" არჩევნებს მოიგებს და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი უმრავლესობით გავლენ პარლამენტში, რაც პარტნიორებისა და კოალიციის გარეშე, მთავრობის ჩამოყალიბების საშუალებას მისცემს. რაც შეეხება სხვა პარტიებს, ბუნებრივია, ნაციონალურ მოძრაობას საკუთარი მხარდამჭერები ჰყავს, თუმცა მიჭირს თქმა, რამდენი პროცენტი უჭერს მათ მხარს. ვვარაუდობ, რომ ნაციონალების მხარდამჭერთა რაოდენობა 10%-15%-ის ფარგლებში მერყეობს, თუმცა სხვადასხვა გამოკითხვით, უფრო მაღალი პროცენტიც აქვთ. ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა რაოდენობის ამომრჩეველი მივა არჩევნებზე. ამ პროვოკაციის შემდეგ, მათი ამომრჩეველი მაქსიმალურად მობილიზებული იქნება და ისინი სრული შემადგენლობით მივლენ არჩევნებზე. თუ „ოცნებისა" და სხვა პარტიების ამომრჩევლები გაურკვეველ მდგომარეობაში დარჩებიან, შესაძლოა, ნაციონალებმა 45% ან 35% მიიღონ, არადა, სინამდვილეში მათი მხარდამჭერების რაოდენობა 10%-15%-ს არ სცდება. მოსახლეობის დიდი ნაწილი რომ სახლში დარჩეს, ხოლო მეორე ნახევარმა პარლამენტი აირჩიოს, ეს საზოგადოების განწყობის რეალური ასახვა არ იქნება, ხოლო თუ არჩევნებში მოსახლეობის 65% ან 70% მიიღებს მონაწილეობას, ეს მეტ-ნაკლებად, ასახავს რეალურ სურათს. შესაბამისად, იმ ადამიანებმა, რომლებსაც ჯერ კიდევ არაფერი გადაუწყვეტიათ, ამ დღეებში აუცილებლად უნდა გადაწყვიტონ და არჩევნებზე მივიდნენ.

მაია მიშელაძე

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner