logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: მადლობა სიყვარულისთვის და შემართებისთვის, ჩემო თელაველებო და ყვარლელებო
- +

7 ოქტომბერი. 2016. 17:26

 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი სესიაშვილი თელავის და ყვარლის მოსახლეობას მიმართა და სოციალურ ქსელში მათ მადლობა გადაუხადა სიყვარულისთვის და შემართებისთვის.

                           

„ჩემო თელაველებო და ყვარლელებო,

რამდენიმე საათი გვაშორებს არჩევნებამდე. მინდა, ყველას გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ იმ სიყვარულისთვის და შემართებისთვის, რაც თქვენ ასობით შეხვედრაზე მაგრძნობინეთ. მეამაყება თუნდაც ის, რომ თავს უფლება მივეცი, თქვენს წინაშე ჩემი კანდიდატურის არჩევანი დამეყენებინა, ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. მინდა, მოგიწოდოთ ყველას, ხვალ წავიდეთ არჩევნებზე და მოვიხადოთ ჩვენი სამოქალაქო ვალდებულება. მჯერა, რომ თქვენი არჩევანი იქნება წინაპირობა ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარებისა და თითოეული ოჯახის კეთილდღეობისა. მეამაყება, რომ „ქართული ოცნების" სახელით და თქვენთან ერთად ვიზრუნებ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის მომავალზე. ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ, ეს ჩვენი ვალდებულებაა ქვეყნის უკეთესი მომავლის წინაშე",- წერს სესიაშვილი.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner