logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: მივიღებთ ინფორმაციას, თუ რომელი ქვეყნის IP მისამართიდან არის ატვირთული ეს ფაილები
- +

16 მარტი. 2016. 00:19




საქართველოს მთავარი  პროკურორის  ირაკლი შოთაძის განცხადებით უწყებამ დახმარებისთვის უცხოელ სამართალდამცველებს უკვე მიმართა და ცოტა ხანში დადგენილი იქნება თუ რომელი ქვეყნის IP მისამართებიდან მოხდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების ატვირთვა.



"იქიდან გამომდინარე, რომ ფაილების გავრცელება მოხდა უცხოეთში მდებარე სერვერებსა და კომპანიებზე, ჩვენ შესაბამისი სამართლებრივი თხოვნით მივმართეთ ჩვენს კოლეგებს, სამართალდამცველ ორგანოებს. დიდი იმედი გვაქვს მათი დახმარების. ეს ყველაფერი ატვირთულია "ფეისბუქზე" და "იუთუბიზე" და ადგილი, სადაც ეს ინფორმაცია არის დაცული, მდებარეობს უცხოეთში. მათგან უკვე მივიღებთ ინფორმაციას, თუ რომელი ქვეყნის IP მისამართიდან არის ატვირთული ეს ფაილები", - განაცხადა  შოთაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner