logo_geo
eng_logo
პოროშენკომ სააკაშვილის შესაძლო გათავისუფლებაზე შეკითხვას თავი აარიდა
- +

7 ოქტომბერი. 2016. 18:04

 


ოდესაში ჩასული უკრაინის პრეზიდენტი პირველ რიგში ოდესა-რენის მშენებარე ტრასაზე გაემართა, თან ახლდა ოდესის გუბერნატორი ყვითელი ჰალსტუხით. 32-ე კილომეტრზე კორტეჟი შეჩერდა, აქ ტრასა ისეთ მდგომარეობაში დახვდათ, რომ პრეზიდენტი ფრიად უკმაყოფილო დარჩა მშენებლობის ტემპებით და ურჩია, ივანო-ფრანკოვსკისა და ლვოვის ოლქებისგან აეღოთ მაგალითი, სადაც მსგავსი პროექტები გაცილებით სწრაფ ტემპში ხორციელდება. ჟურნალისტების შეკითხვას - ოდესაში მისი ჩამოსვლა უკავშირდება თუ არა გუბერნატორ სააკაშვილის თანამდებობიდან განთავისუფლებას, პრეზიდენტმა არ უპასუხა, განსაკუთრებით აქტიურობდნენ მედიის ქართველი წარმომადგენლები. სააკაშვილი ამ დროს პოროშენკოს გვერდით იმყოფებოდა.




წყარო KP.UA




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner