logo_geo
eng_logo
აკაურთას ტაძართან უნებართვო მშენებლობის დემონტაჟი განხორციელდა
- +

7 ოქტომბერი. 2016. 18:15



კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, ბოლნისის რაიონის სოფელ აკაურთაში მდებარე, ეკლესიის ტერიტორიაზე უნებართვო ნაგებობის დემონტაჟი მოახდინა. ნაგეგობა მე-5 საუკუნის ძეგლის იერსახესთან სრულიად შეუსაბამო იყო.


6 სექტემბერს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ბოლნისის მთავარეპისკოპოს მეუფე ეფრემს ოფიციალურად გაუგზავნა წერილი და სიტუაციის გამოსწორება მოითხოვა. სააგენტოსა და მეუფე ეფრემის ძალისხმევით, დღეისათვის, ეკლესიის ტერიტორიაზე აღებულია უნებართვო ნაგებობა.


ბოლნისის რაიონის სოფელ აკაურთაში (ბოლნისის ეპარქია), მდინარე მაშავერის მარცხენა მხარეს, ბოლნისიდან 12 კმ დაშორებით მდებარეობს და V-VI საუკუნეებით თარიღდება. აკაურთის სამნავიანი ბაზილიკა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა.


აკაურთას ეკლესიას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2006 წელს მიენიჭა. ძეგლი რეაბილიტირებულია ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner