logo_geo
eng_logo
გიორგი გოგლიჩიძე პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს
- +

7 ოქტომბერი. 2016. 18:41

 

 

ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი გოგლიჩიძე „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მსხვერპლი იყო, რომელიც ციხეში არასწორი მკურნალობის გამო დაინვალიდდა. გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მისი მიზანია, საქართველოს მოსახლეობას დაანახოს ვისთან ჰქონდა და აქვს საქმე „ნაციონალური მოძრაობის" სახით, რათა შეცდომა არ დაუშვან.

 

 

„ამჟამად არაფერს არ ვაკეთებ, მაგრამ პოლიტიკაში დაბრუნებას ვაპირებ. მე არც ერთი პარტიული ორგანიზაციის წევრი არ ვარ, მაგრამ მივხვდი ჩემს საჭიროებას ამ არჩევნებში. ჩემი მიზანია, დავანახო საზოგადოებას, ვისთან აქვს საქმე, რომ შეცდომა აღარ დავუშვათ. ზურაბ ბუცხრიკიძე იყო რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი. სამი თუ ოთხი, ზუსტად არ მახსოვს და საკმაოდ გავლენიანი პირი იყო „ნაციონალურ მოძრაობაში", მაინტერესებდა მისგან პასუხი და მივედი შეხვედრაზე ზესტაფონში. ვინაიდან მე ვარ ამ ხელისუფლებისგან დაზარალებული, დაინვალიდებული, მინდოდა პასუხი და მივიღე ასეთი პასუხი - თქვენ ახლა აქ ვინ გამოგგზავნათ, პროვოკატორმა? თქვენ ახლა აქ რომ ბრძანდებით, ვინ გადაგიხადათ, რამდენი გადაგიხადათ ბიძინა ივანიშვილმა? მინდა, ზურაბ ბუცხრიკიძეს მივმართო - რა ღირს ადამიანის სიცოცხლე და როცა ამ კითხვაზე გასცემენ პასუხს, მერე მკითხონ, რამდენი გადამიხადა ივანიშვილმა", - განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

 

 

 

 

 

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner