როგორი ანტისახელმწიფოებრივი აზროვნება უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ქვეყნისათვის ასეთი დამაზიანებელი ტყუილით შეეცადო, არჩევნების წინა დღეს ქულების დაწერას - წერს ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში.
„გიგა ბოკერიაც კი აიჭრა.
ამოდენა ბუმბერაზი ნაცი - დილიდან გაჰკიოდა, ჯარს და პოლიციას ხმის მიცემის უფლებას არ აძლევს კვირიკაშვილის მთავრობაო...
როგორი, ანტისახელმწიფოებრივი აზროვნება უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ქვეყნისათვის ასეთი დამაზიანებელი ტყუილით შეეცადო, არჩევნების წინა დღეს - ქულების დაწერას. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ 100 000 ადამიანს ხმის უფლება რომ წაართვა -ჩრდილოეთ კორეაში მაინც უნდა ცხოვრობდე მე-20-ე საუკუნის სამოციანებში.
სირცხვილი გიგა!
სირცხვილი ნაცებო!
24 საათში დასრულდებით..." - წერს კოკა ყანდიაშვილი.