გლდანში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ტელეკომპანია „იმედის" ცნობით, სპეცოპერაცია სავარაუდოდ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას უკავშირდება და ერთ-ერთ პირს, სავარაუდოდ, დათო ხეჩუაშვილს აკავებენ, რომელიც მანქანის აფეთქებაში ფიგურირებს. ის კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი იყო.
მეზობლების ინფორმაციით, ის ბოლო პერიოდში, სავარაუდოდ, უკრაინაში ან რუსეთში იმყოფებოდა.
ხეჩუაშვილის დედამ კი განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, იმყოფებოდა თუ არა მისი შვილი უკრაინაში და არც ის იცის, რას საქმიანობდა ბოლო პერიოდში.