დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე, სპეცოპერაცია დედაქალაქის სამ ლოკაციაზე მიმდინარეობს.
ერთ-ერთი ლოკაცია გლდანში, ქერჩის N22-ში მდებარე დევნილთა საერთო საცხოვრებელია, მეორე სპეცოპერაცია კი, კრწანისის რაიონშია. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია კიდევ ერთი სპეცოპერაციის შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გლდანის ერთ-ერთ მიკრორაიონში სპეცოპერაცის მიმდინარეობის ფაქტს ადასტურებს, თუმცა დამატებითი დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.