logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: თუ ვინმეს შექმნილი ვითარება არ აწყობს, ეს არის ხელისუფლება!
- +

16 მარტი. 2016. 00:37




თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით ოპონენტების ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ ფარული ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერების გავრცელება ხელისუფლების ინტერესებში შედის, სრული აბსურდია, რადგან ეს არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება.

 

„კარგია, რომ პროკურატურამ ეჭვმიტანილები დააკავა. ყველაფერთან ერთად, ეს ფაქტი პრევენციაცაა, რათა ამგვარმა ქმედებებმა სისტემური ხასიათი არ მიიღოს. მიმაჩნია, რომ მიმდინარე მოვლენები პოლიტიკური პროცესის ნაწილია და მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება. პირველ რიგში, ეს ყველაფერი კვირიკაშვილის წინააღმდეგაა მიმართული, რადგან მისი მთავარი მესიჯი ცივილიზებული გზით სვლა იყო. ოპონენტებს სურთ, საზოგადოებას წარმოდგენა შეუქმნან, თითქოს, დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლების დანაშაულებს იმეორებს. ხატავენ აპოკალიფსის სურათს და საზოგადოებაში დაუსჯელობის განცდას ამკვიდრებენ. თუ ვინმეს შექმნილი ვითარება არ აწყობს, ეს, პირველ რიგში, ხელისუფლებაა." - განაცხადა  ირაკლი სესიაშვილმა გადაცემაში 2030.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner