შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ბესიკ ამირანაშვილის ინფორმაციით, გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმე გახსნილია. ამის შესახებ ბესიკ ამირანაშვილმა ტელეკომპანია „იმედს" განუცხადა.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარლამენტარ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტიგახსნილია. 3 დღის განმავლობაში თითქმის უწყვეტ რეჟიმში შს სამინისტროს, სუს-ის დაპროკურატურის მიერ ხორციელდებოდა კომპლექსური, საგამოძიებო და ოპერატიულიღონისძიებები, რის შედეგადაც დადგენილია დანაშაულში ეჭვმიტანილი სავარაუდო პირი.
ამჟამად, მიმდინარეობს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები დამატებითიმტკიცებულებების მოპოვების მიზნით", - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ და აღნიშნა, რომ ამ ეტპაზე გლდანში ბინის ჩხრეკა მიმდინარეობს.