„ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებაში სავარაუდო ეჭვმიტანილი, 1974 წელს დაბადებული, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი სპეცრაზმელი დარჩო ხეჩუაშვილია - ამ ინფორმაციას „მარშალპრესი" ავრცელებს.
ხეჩუაშვილი 2012 წლამდე „კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის" სპეცრაზმში მსახურობდა. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი უკრაინაში გადავიდა.
დარჩო ხეჩუაშვილი საქართველოში უკრაინიდან 2016 წლის ზაფხულში დაბრუნდა.