logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: 9 ოქტომბრიდან ალაგ-ალაგ დაიწყებენ აფეთქებას და სამუდამოდ გაქრებიან!
- +

7 ოქტომბერი. 2016. 21:39


 

 



გთავაზობთ ჟურნალისტ გელა ზედელაშვილის facebook-პოსტს:



ბოლო დღეებში მასობრივად გვესმის მავანთა მუქარა, თუ ჩვენ არ ვიქნებით პირველ-მეორე ადგილზე, ქუჩაში გამოვალთ, ათასობით ადამიანს გამოვიყვანთ, ამას ვიზამთ, იმას ვიზამთო!

 

საქართველოში უკვე გავრცელდა რაღაც ვირუსი, რომელსაც პოპულარულ ენაზე ჰქვია "განდიდების მანია". რატომღაც ყველა მოპოლიტიკოსო ელემენტს ჰგონია, პირველი თუ არა, მეორე მაინც უნდა იყოს, ანუ მთავარი ოპოზიციური ძალა!

 

უკაცრავად, მაგრამ თუ თქვენ უკვე გამოთაყვანდით, ხალხიც ნუ გგონიათ გამოთაყვანებული, დაელოდეთ არჩევნების შედეგებს, პატივი ეცით მოსახლეობის სურვილს, ჩვენ თავად გადავწყვეტთ, ვინ იქნება პირველი, ვინ - მეორე და ვინ საერთოდ ვერ შევა პარლამენტში!

 

ნუ გგონიათ, სხვადასხვა პარტიებში რომ გადალაგდ-გადმოლაგდით და გადაძვერ-გადმოძვერით, ამით რამე შეიცვალა, ისევ ის გაცვეთილი ელემენტები ხართ, ვისაც ჩვენ 25 წლის განმავლობაში ვუყურებთ!

 

ხალხს სჭირდება სიმშვიდე, არავისი გამომყვანები თქვენ არ ხართ, საკუთარი ოჯახების წევრებიც კი არ გამოგყვებიან რუსთაველზე სასეირნოდ, ტყუილად ათამაშებთ ერთ ადგილს!

 

რაც შეეხება "ნაცმოძრაობას" და სააკაშვილს, ესენი უკვე იმდენად გაიბერნენ საკუთარი ტყუილებით, 9 ოქტომბრიდან ალაგ-ალაგ დაიწყებენ აფეთქებას და სამუდამოდ გაქრებიან!

ყველაფერი კარგად იქნება, უფალი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი!", - წერს ზედელაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner