ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც რომეო საჯაიას განცხადებაზე დაყრდნობილ „პირველი რადიოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ადვოკატის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის სახლიდან 4 ინკასაციის მანქანა გავიდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ვინმე რომეო საჯაიას ამ ბოდვას სოც-ქსელებში საყოველთაო დაცინვა მოყვა, "პირველმა რადიომ" მაინც ნიუსად დადო _ ეგებ ვინმემ დაიჯეროსო. ნაციონალებს ასეთი იაფფასიანი ისტერიკის მეტი არაფერი დარჩათ არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე. აი არჩევნების შემდეგ კი სასამართლომ და მედიაექსპერტებმა შეაფასონ „პირველი რადიოს" ეს ქმედება... ვგონებ, რომეო საჯაიასაც სასამართლოში მოუწევს ამ ბოდვის დადასტურება", - წერს უძილაური.