logo_geo
eng_logo
თარგამაძის მანქანის აფეთქებაში სავარაუდო ეჭვმიტანილის მამა აცხადებს, რომ მისი შვილი რუსეთშია წასული
- +

7 ოქტომბერი. 2016. 22:12



გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაში სავარაუდო ეჭვმიტანილის, დავით ხეჩუაშვილის მამა აცხადებს, რომ მისი შვილი საქართველოში არ იმყოფება და რუსეთშია წასული. მან ისაუბრა იმ მიზეზებზეც, რატომაა მისი შვილი ეჭვმიტანილი ამ საქმეში. ანზორ ხეჩუაშვილმა უარყო ინფორმაცია, რომ მისი შვილი უკრაინაში იყო.


ის ვითომ მონაწილეობდა შევარდნაძის წინააღმდეგ ტერაქტში. წავიდა ძიება და რომ ვერაფერი დაუმტკიცეს, მერე გამოუშვეს. ამის მერე იყო მუხროვანი, იქაც გაამართლეს. ჩემი შვილი აქ არ არის და როგორ მონაწილეობდა აფეთქებაში? 5 დღეა წასულია რუსეთში სამუშაოდ. უკრაინაში რა უნდოდა, მოსკოვში იყო წასული", - განაცხადა ხეჩუაშვილის მამამ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner