გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაში სავარაუდო ეჭვმიტანილის, დავით ხეჩუაშვილის მამა აცხადებს, რომ მისი შვილი საქართველოში არ იმყოფება და რუსეთშია წასული. მან ისაუბრა იმ მიზეზებზეც, რატომაა მისი შვილი ეჭვმიტანილი ამ საქმეში. ანზორ ხეჩუაშვილმა უარყო ინფორმაცია, რომ მისი შვილი უკრაინაში იყო.
„ის ვითომ მონაწილეობდა შევარდნაძის წინააღმდეგ ტერაქტში. წავიდა ძიება და რომ ვერაფერი დაუმტკიცეს, მერე გამოუშვეს. ამის მერე იყო მუხროვანი, იქაც გაამართლეს. ჩემი შვილი აქ არ არის და როგორ მონაწილეობდა აფეთქებაში? 5 დღეა წასულია რუსეთში სამუშაოდ. უკრაინაში რა უნდოდა, მოსკოვში იყო წასული", - განაცხადა ხეჩუაშვილის მამამ.