logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ვფიქრობ, პროცესში ადეიშვილის და ბოკერიას ტვინია ჩართული!
- +

16 მარტი. 2016. 00:45




„როცა ხალხს აწამებდნენ, უღებდნენ და ქმრებს მეუღლეების გაუპატიურებას აყურებინებდნენ. ეს ყველაფერი უნდა წავშალოთ?! დღევანდელ ხელისუფლებაში ბევრი უბიოგრაფიო ხალხია. უფრო მეტი მცოდნე, კომპეტენტური მოხელე რომ გვყოლოდა, პერსონალური მონაცემების შესახებ არა ასეთი, არამედ უფრო მკაცრი და სერიოზული კანონი გვექნებოდა; გვეყოლებოდა კიბერ პოლიცია, რომელიც პირადი ცხოვრების დაცულობას უზრუნველყოფდა." - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა გადაცემაში 2030 ფარული ვიდეო ჩანაწერების გავრცელების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.


ინაშვილის თქმით პროცესში მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამებრძლების ინტერესები მკაფიოდ იკვეთება:


ჩანაწერების გამავრცელებლებს მიზანი ფაქტიურად მიღწეული აქვთ - ხელისუფლება განსაკუთრებული წნეხის ქვეშაა; საზოგადოება შოკირებულია და აბსოლუტური დაუცველობის შეგრძნებაა; დანგრეულია ადამიანების პირადი ცხოვრება, რაც, გარდა იმისა რომ სისხლის სამართლის დანაშაულია, დიდი ტრაგედიაა. ეს ყველაფერი, პირველ რიგში, სააკაშვილის გუნდის ინტერესებში შედის და ვფიქრობ, პროცესში ადეიშვილის და ბოკერიას ტვინია ჩართული. თუ ვივარაუდებთ, რომ სააკაშვილი რუსეთის ყველაზე დიადი აგენტია, მაშინ მიმდინარე პროცესებში რუსული სპეცსამსახურების კვალიც ჩანს.

ახლა ბევრს საუბრობენ, რომ ამ ყველაფრის ორგანიზატორი ივანიშვილია. ყველას მოვუწოდებ, ცოტა ადეკვატურები იყვნენ. თუ ივანიშვილი ასეთ დარტყმებს საკუთარ თავს ან მის მიერ მოყვანილ ხელისუფლებას უწყობს, ყოჩაღ მას. მე მის დაცვას არ ვაპირებ. მობრძანდეს სტუდიაში თამარ ან თინა ხიდაშელი და მათ დაიცვან." - განაცხადა  ირმა ინაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner