„ჩემი აზრით, რასაც ამომრჩეველი მისცემს ხმას, ეს არის მშვიდობა, რომელიც დასადგურდება ამ ქვეყანაში", - ამის შესახებ „მაესტროს" ეთერში მხატვარმა შოთა გლურჯიძემ განაცხადა.
„მგონია, რომ საქართველოში ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს. საქართველო საკმაოდ ინტეგრირდა ევროპაში, ამას ემატება უვიზო მიმოსვლა. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის წინსვლას. ამის მთავარი გარანტი კი „ქართული ოცნებაა", - განაცხადა გლურჯიძემ.