logo_geo
eng_logo
ლადო პაპავა: რექტორი გადადგომის გადაწყვეტილებას არ მიიღებს!
- +

16 მარტი. 2016. 00:58




„თემა რექტორის გადადგომის შესახებ რექტორის გადასაწყვეტია და რექტორი, პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ამ გადაწყვეტილებას  არ მიიღებს."- ასეთი კომენტარი გააკეთა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორმა, ლადო პაპავამ განათლების მინისტრ თამარ სანიკიძესთან შეხვედრის შემდეგ.


როგორც პაპავამ ანიშნა, მინისტრან შეხვედრაზე იმსჯელეს იმ საკითხებზე, რაც თვითმმართველობას აწუხებს.


იყო საუბარი იმ თემებზეც, რაც მეორე მხარეს ადარდებს და გამოიკვეთა კონკრეტული პოზიციები. უნდა ითქვას, რომ თემა რექტორის გადადგომის შესახებ რექტორის გადასაწყვეტია და რექტორი ამ გადაწყვეტილებას, არ მიიღებს  პასუხისმფებლობიდან გამომდინარე",-  აღნიშნა პაპავამ.


მისივე ინფორმაციით, გადაწყდა, რომ მინისტრის მოადგილე გია შერვაშიძე,  რექტორატის რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად, შეხვდება „აუდიტორია 115"-ის წევრებს, რადგანაც ისინი მინისტრთან შეხვედრას არ ესწრებოდნენ.






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner