„მეამაყება აშშ-ის ელის სიტყვები- ნეტავი ჩემს ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდი იყოს ასეთიო. ეს ფრაზა რომ მოვისმინე ძალიან ამაყი ვიყავი", - ამის შესახებ მომღერალი გიორგი გაჩეჩილაძე აცხადებს.
„ამაყი ვარ იმით, რომ საქართველომ ყველაზე ადრე დაიწყო თავისი თავისუფლებისკენ, დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, მგონი, ყველაზე ადრე მივალთ თავისუფლებამდე.
რომ გადავხედოთ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს მათთან შედარებით, ჩვენ ძალიან დიდი ნახტომით წინ ვართ. მგონი, ქართველს ხალხს ეყოფა ჭკუა, რომ 25 წლით უკან არ დავიხიოთ და რაღაც პასუხისმგებლობა ყველამ იგრძნოს", - აღნიშნა გაჩეჩილაძემ „მაესტროს" ეთერში.