„არც მე ვწყალობ კინემატოგრაფს და არც კინემატოგრაფი მწყალობს მე", - ამის შესახებ მსახიობმა გოგა პიპინაშვილმა „დღის შოუში" განაცხადა.
თუმცა მსახიობის თქმით, კინემატოგრაფი მისთვის დიდი ინტერესის სფეროა.
„მე ვაპირებდი, ნელ-ნელა შევსულიყავი კინემატოგრაფში და ბოლოს და ბოლოს დადგებოდა დრო, როცა მე ვითამაშებდი სასურველ როლს. ვფიქრობ, რომ ჩემი და კინემატოგრაფის აქტიური კოჰაბიტაცია ვერ შედგა. თუმცა მე ძალიან მაინტერესებს ეს სფერო, ისეთივე პასუხისმგებლობით მაინტერესებს, როგორც ესტრადა, რადგან მიმაჩნია, რომ მსახიობმა არ შეიძლება ყველა ჟანრობრივი თემა არ ამოწუროს თავისთვის", - განაცხადა პიპინაშვილმა.