logo_geo
eng_logo
ნიკუშა შენგელაია სააკაშვილზე: ნებისმიერ რამეზეა წამსვლელი, ოღონდ თავისი პოლიტიკური მომავალი გაიმაგროს სადმე
- +

8 ოქტომბერი. 2016. 02:14



„არავინ დაბუნებას არ უშლის, ჩამოვიდეს საქართველოში და გასცეს პასუხი სამართალდამცავ ორგანოებს", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ „იმედის" ეთერში განაცხადა. თუმცა მხატვარი ამბობს, რომ ექს-პრეზიდენტი საქართველოში ჩამომსვლელი არაა.



ამასთან, შენგელაია სააკაშვილს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ მისი მხრიდან გაკეთებული განცხადებები უცხო ქვეყნის თანამდებობის პირის მიერ საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეში ჩარევაა.



უცხო ქვეყნის მოქალაქე, თანამდებობის პირი ასე უხეშად ერევა სხვა ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში, რატომ არ ვსაუბრობთ ამ თემაზე? - ეს არის დარღვევა, ამ ადამიანისთვის არაფერი არ არსებობს, ჩვენ მისგან მიჩვეულები ვართ ტყუილს, ნებისმიერ რამეზე მზად არის იმისთვის, რომ თავისი პოლიტიკური მომავალი გაიმაგროს სადმე, მისთვის არ არსებობს არც ქვეყანა, არც ადამიანი, არაფერი არ არსებობს", - განაცხადა შენგელაიამ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner