სოფელ გამარჯვებაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა, ერთმა კი დამწვრობა მიიღო. „მერსედესის" მარკის ავტომობილი ტრასაზე შემაკავებელ ჯებირს შეეჯახა. დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ავტომანქანა რამდენჯერმე ამობრუნდა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა.
ავტომობილში მყოფი ორი მგზავრიდან ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი სხეულის დამწვრობით დედოფლისწყაროს რაიონულ საავადმყოფოშია გაგაყვანილი.
წინასწარი ინფორმაციით, ავტოავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.