გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას, უშიშროების ყოფილი მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობად აფასებს.
„ვფიქრობ, ამ საქმის გამოძიება ძალიან რთული არ უნდა იყოს, კვალიფიციური და ენერგიულად წარმართული გამოძიებისთვის. ალბათ, გამოძიების მსვლელობაში ყველაფერი აუცილებლად გამოიკვეთება. უფრო მეტს გეტყვით, თუკი გამოძიებას ექნება იმის ნება და კვალიფიკაცია, აუცილებლად ძალიან მალე ის გახსნის დანაშაულს და ყველაფერს ნათელი მოეფინება.
იმ პირველი დაკვირვებიდან, რა სურათიც 4 ოქტომბერს მომხდარი აფეთქების შედეგად მივიღეთ, მე მაქვს ჩემი გონივრული ეჭვი. საუბარი მქონდა საქმეში საკმაოდ ჩახედულ ადამიანებთან, სპეციალისტებთან, კომპეტენტურ ხალხთან, ასევე პირად ტექნიკოსებთან, ეჭვი მაქვს და ბევრ სხვასაც, რომ ჩვენ საქმე გვქონდა, ბატონი გივი თარგამაძის აფეთქების ინსცენირებასთან. ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ აფეთქება როგორც გამოჩნდა, გათვლილი იყო იმაზეც, რომ სრულიად უდანაშაულო ჩვენი მოქალაქეები შეიძლება მძიმედ დაშავებულიყვნენ, კიდევაც დაღუპულიყვნენ და შეიძლებოდა მსხვერპლიც ყოფილიყო. ყველამ კარგად იცით, რომ ერთ-ერთი მოქალაქის ჯანმრთელობა საკმაოდ მძიმეა, მე თანადგომას ვუცხადებ მას და ყველა დაზარალბულის ოჯახს.
ადამიანები ავტომაქანაში არაერთხელ აუფეთქებიად, ტერაქტების ისტორიაში, ძალიან ძნელად დამისახელებს ვინმე, ისეთ შემთხვევას, რომ როდესაც აფეთქება იგეგმება და ამას სპეციალისტი აკეთებს, გეგმავ გარკვეული პირის აფეთქებას, რომელიც მანქანის სალონში იმყოფება, ეს არის წარმოუდგენელი რამ, რომ ყველაზე მინიმალური დაზიანება მიიღოს თავად მანქანის სალონში მყოფმა ადამიანმა. ეს წორედ იმაზე მიუთითებს, რომ შეგნებულად, მიზანდასახულად, ასაფეთქებელი მოწყობილობა ისე იქნა დამონტაჟებული (რისი გაკეთებაც თავისუფლად შეიძლება,) ისეთი რაოდენობით იყო შერჩეული ასაფეთქებელი მასალა, რომ სწორედ აფეთქების დარტყმითი ტალღა აღმოჩნდა მთლიანად გარეთ მიმართული, რის შედეგადაც მანქანაში მყოფნი დაზარალდნენ მინიმალურად და დაზარალდნენ უმეტესად გარეთ გამვლელები. გამოძიების მსვლელობის დროს შეიძლება გამოიკვეთოს ნიშნები, რომ ეს იყო ტერორისტული აქტი, ოღონდ ეს ტერორისტული აქტი მიზნად ისახავდა არა გივი თარგამაძის ლიკვიდაციას, არამედ დესტაბილიზაციის ხელშეწყობას ჩვენს ქვეყანაში. მიზნად ისახავადა იმას, რაც მოხდა კიდეც, ეს ემსახურებოდა, მასობრივი ფსიქოზის ანუ ისეთი ფსიქოლოგიური ატმოსფეროს შექმას წინსაარჩევნოდ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს მასობრივ არეულობას, რაც ხელისუფლების პოზიციებს დაასუსტებს. მემგონი, ყველა ჭკუათმყოფელი ადამიანი მარტივად დააკსკვნის, ყველაზე ნაკლებად უნდა აწყობდეს მსგავსი ქმედებები, ეს არის ხელისუფლება. ეს ნათელია, როგორ შეიძლება დღეს ხელისუფლება, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ამას აწყობდეს, ეს წარმოუდგენელია",- განაცხადა ბათიაშვილმა „იბერიას" ეთერში.