საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვაშინგტონში აშშ-ის სახელწიფო მდივანს, ჯონ კერის შეხვდა.
"საქართველო ბოლო წლებში მრავალი გამოწვევა გაიარა. მოხრული ვარ, ვუმასპინძლო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და განვაცხადო, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას",- აღნიშნა ჯონ კერიმ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, აშშ ფოკუსირებულია საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე და მისი მოქალაქეების ეკონომიკურ შესაძლებლობების შექმნაზე.
„ჩვენ გვჯერა, რომ დამოუკიდებელი, გაერთიანებული და განვითარებული საქართველოს არსებობა მნიშვნელოვანია კავკასიის სტაბილურობისა და მშვიდობისათვის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს კონტრიბუციას ავღანეთში, ანტიტერორისტული ოპერაციებში, რაც მნიშვნელოვანია რეგიონისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ასევე მხარს ვუჭერთ აშშ-სთან და ევროპასთან მჭიდრო ინტეგრაციის სურვილს",-აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მიდვანმა.
მისივე თქმით, სავარაუდოდ ივნისში საქართველოში ჩასვლას გეგმავს.
„საქართველო აშშ-ის მეგობარია. გვსურს, დავანახოთ ქართველებს, რომ მათი პარტნიორები მხარს უჭერენ მის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მისი საზღვრების პატივისცემით",-აღნიშნა ჯონ კერიმ.