logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: გაიღვიძეთ ჩიორებო და ნუგზარებო, გიგებო და ხათუნებო...
- +

8 ოქტომბერი. 2016. 01:46


 

ჟურნალისტი მერაბ ხაჩიძე facebook-ზე შემდეგ სტატუსს აქვეყნებს:


ბიძინა გაიქცა, მარა სარფში მიშას რომ არ შეხვედროდა მოკლეზე, "ჩერეზ" ვალე გადაჭრა.

კალაძე სასწრაფოდ დაბრუნდა მშობლიურ მილანში.

ოცნებამ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა.

ივანიშვილის გარეშე დარჩენილმა ლიდერებმა, თარგამაძის ამფეთქებელ დარჩოს დარჩენილი ტროტილი გამოართვეს და კოლექტიურ თავის აფეთქებაზე მასთანვე გადიან კონსულტაციას.

"ტირანიისგან" გათავისუფლებული ხალხი ივანიშვილის რეზიდენციაში შევარდა და იმ გვირაბს ეძებს საყდრისამდე რომ მიდის.

...მარა ეს "დედამო...ნატრებული" არ ჩამოდის მაინც და რა ფასი აქვს ასეთ სიზმარს?!

ჰოდა, გეიღვიძეთ ჩიორებო და ნუგზარებო, გიგებო და ხათუნებო...

"...გაიღვიძეთ, ქურდებო, ავაზაკებო, კაცის მკვლელებო! გაიღვიძეთ..." თორემ ესენი მართლა ააშენებენ ამ ქვეყანას და ხელის შემშლელი არ ეყოლებათ არავიინ!", - წერს ხაჩიძე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner