მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინო-მსახიობთა თეატრის სტუდია art-ჰოლის დამაარსებელი, მსახიობი გოგა პიპინაშვილი აღნიშნული სტუდიის დაარსების შესახებ საუბრობს.
„20 წელია ეს სტუდია არსებობს. მინდოდა ჩვენს თეატრს ჰქონოდა სტუდია, სადაც ყველა მსახიობი იქნებოდა ჩართული ბავშვებთან ურთიერთობაში.
სტუდიის დაარსება უკავშირდება სერგი გვარჯალაძის გადაცემას „კომუნიკატორი". უამრავი მსახიობი, მომღერალი შეიკრიბა. მე მაშინ გამოვედი და გამოვაცხადე,რომ დაზღვეული არავინ არ არის. მახსენდება ჩემი ემოციური და შოკური გამოსვლა, რის შემდეგაც ყველა ერთიანად გვერდით დამიდგა. Art-ჰოლი მარტო ჩემი არ არის, ეს სტუდია ყველა იმ ადამიანისაა, ვინც ყველა აქციაში, ყველა კონცერტში მედგა გვერდით", - განაცხადა მსახიობმა „დღის შოუში".