logo_geo
eng_logo
დღეს არჩევნებია
- +

8 ოქტომბერი. 2016. 03:45


 

დღეს, საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები ტარდება.  ამომრჩეველი 150 დეპუტატს აირჩევს.


აქედან, 77 წევრი პროპორციული საარჩევნო სისტემის, 73 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. ამომრჩეველმა არჩევანი 25 საარჩევნო სუბიექტს - 19 პარტიასა და 6 ბლოკს შორის უნდა გააკეთოს; ასევე, არჩევანი უნდა გააკეთოს ამ სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის. 


3, 645 (მათ შორის 11 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი) საარჩევნო უბანი მოქმედებს საქართველოში და 55 საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ (40 ქვეყანა). არჩევნების ჩასატარებლად. 5 ოქტომბერს, უკვე გაიმართა არჩევნები ავღანეთში გახსნილ 2 საარჩევნო უბანზე ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლის შედეგებიც 8 ოქტომბერს დაითვლება".


არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 42 092 წარმომადგენელი, 111 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 29 931 და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის 1440 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 184 მედიაორგანიზაციის 5368 წარმომადგენელი.


08:00 სთ-ზე, ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად. ყველა საარჩევნო უბანზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2 გამადიდებელი ლინზა, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები სპეციალური ჩარჩო ფორმა.


ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისთვის ადაპტირებულია 1115 საარჩევნო უბანი, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით. ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია. 


20:00 საათზე, მას შემდეგ რაც დაიხურება უბნები და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებგვერდზე www.results.cec.gov.ge. 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner