logo_geo
eng_logo
გური ავსაჯანიშვილი: მოგვიწევს, არნახული გონიერება გამოვიჩინოთ და თავად განვსაზღვროთ მომავალი
- +

7 ოქტომბერი. 2016. 21:00



ხვალ პირველად გვექნება რეალური საპარლამენტო არჩევნები. ყველა წინა ან ომი იყო, ან შიში და გაყალბება... მოგვიწევს არნახული გონიერება გამოვიჩინოთ და თავად განვსაზღვროთ მომავალი!", - ამის შესახებ  Facebook-ის მომხმარებელი გური ავსაჯანიშვილი წერს.

 

 

მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:



და რა უნდა ქნას საზოგადოებამ, როგორ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, რას ან ვის დაუჯეროს?! ალბათ კიდევ ერთხელ, დაკვირვებით უნდა გადახედო პარტიების და კანდიდატების სიას და დაფიქრდე კაცი, ამათგან ვის დაუტოვებდი საკუთარ შვილს, თუ სადმე მოგიწევდა წასვლა,  ვის მიაბარებდი კრედიტით წამოწყებულ საკუთარ, ერთადერთ ბიზნესს, ვისთან ერთად წახვიდოდი ომში და ვის ანდობდი მოლაპარაკებას შენი ოჯახის უსაფრთხოებაზე, ვიზე ფიქრობ, რომ გონება უჭრის და სიყვარულიც შეუძლია... მოკლედ, უფრო რთული ამბავია ეს არჩევნები, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს!.. მე ხმას ვაძლევ მამუკა მდინარაძეს და ქართულ ოცნებას!", - წერს ავსაჯანიშვილი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner