„ქართული ოცნების" წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის, შეფასებით, გადაცემა „არჩევანში" ნაციონალური მოძრაობის ორი ფრთა გამოიკვეთა, ერთი მათგანი თავისუფალ დემოკრატებთან თანამშრომლობას მხარს უჭერს, მეორე კი არა.
„დღევანდელ გადაცემაში საინტერესო მესიჯი გაჟღერდა და პირველად გახდა ცნობილი, რომ დღეს ნაციონალურ მოძრაობაში ორი ფრთა არსებობს, ერთი გიგა ბოკერიას ფრთა, ლენინივით რომ ყავთ, რომელიც თავისუფალ დემოკრატებთან გაერთიანებას მხარს არ უჭერს და მეორე, ნიკა გვარამიას ფრთა, რომელმაც დღეს თავისუფალ დემოკრატებს გაუგზავნა გზავნილი გაერთიანებაზე," - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მის ამ მოსაზრებას არ დაეთანხმა გადაცემაში სტუმრად მყოფი თავისუფალი დემოკრატების წევრი, დეპუტატი ნინო გოგუაძე.
გადაცემაში მსგავსი მესიჯების გაჟღერება გამორიცხა გადაცემის წამყვანმაც.