logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: ამ საქმესთან დაკავშირებით ზღვა ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ დეტალების გამხელისგან თავს შევიკავებ
- +

8 ოქტომბერი. 2016. 12:11


 

 



შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჟურნალისტებთან დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით საუბრობს. მისი თქმით, ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი ინფორმაცია აქვს, მაგრამ გამოძიების დასრულებამდე თავს იკავებს დეტალებზე საუბრისგან.


 

„სულ ახალ-ახალი დეტალები ირკვევა. მე დეტალების გამხელისგან თავს შევიკავებ, იმიტომ, რომ ნებისმიერმა ჩემმა კომენტარმა შეიძლება დააზიანოს გამოძიება და არასწორი მიმართულებით წაიყვანოს. დაკავებულებს რაც შეეხება, ჯერჯერობით დგინდება იმ პირთა წრე, რომლებსაც კავშირი აქვთ ამ საქმესთან, მათი ნაწილი მიმალვაში იმყოფება. საგამოძიებო პროცედურები გრძელდება და უახლოეს პერიოდში საზოგადოება ყველაფერს გაიგებს.

 

აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ისეთი უტყუარი მტკიცებულებები გვაქვს მოპოვებული, რომელიც ადასტურებს იმ პირების, რომლებიც ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულები არიან, კავშირს ამ დანაშაულთან.

 

გამოძიება გრძელდება და აუცილებლად გაგაგებინებთ ყველა დეტალს, რაც კი გახდება ჩვენთვის ცნობილი. ამ ეტაპზე ძალიან ბევრი რამეა ცნობილი, მაგრამ თავს შევიკავებ გამჟღავნებისგან. ამ დანაშაულის შესახებ ჩვენ უკვე ზღვა ინფორმაცია გვაქვს", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner