logo_geo
eng_logo
ნიკა გვარამია: რომ მცოდნოდა, რომ თუნდაც ერთი ადამიანი საძინებელში ვინმემ ჩაწერა, ჩემი ფეხი არ იქნებოდა იმ მთავრობაში!
- +

16 მარტი. 2016. 02:40


ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას, პრეტენზიებს უპასუხა და თქვა, რომ მისი ხელისუფლების პერიოდში გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერები ძირითადად ეხებოდა რუსეთის სპეცსამსახურებთან საუბარს, რაც, ნიკა გვარამიას განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველ მასალად ვერ ჩაითვლება.


მე ვფიქრობ, რომ მაშინ გაიხსნა ეს პანდორას ყუთი, რომელიც დღემდე ვერ დაკეტა საქართველომ, მაგრამ არც ერთი ეს გამოქვეყნებული მასალა არ იყო პირადი ხასიათის. ყველა იყო ქართველი პოლიტიკოსების პირადი საუბარი რუსეთის საელჩოს თანამშრომლებთან. ეს არ არის პირადი ურთიერთობის ამსახველი. ქართველი პოლიტიკოსების მათთან კომუნიკაცია აღძრავს სამართლებრივ ეჭვებს," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.


ტელეკომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის მტკიცებით, მან ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ იცოდა, რომ ასეთი ტიპის ჩანაწერები კეთდებოდა.


რომ მცოდნოდა კიდევაც, რომ ერთი ადამიანი მის საძინებელში ვინმემ ჩაწერა, გამოქვეყნებაზე საერთოდ ლაპარაკი არ არის, ჩემი ფეხი არ იქნებოდა იმ მთავრობაში!" - განაცხადა ნიკა გვარამიამ.


პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების თაობაზე გადაცემა არჩევანში ნიკა გვარამიამ და ეკა ბესელიამ იკამათეს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner