მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კობახიძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს და აქვე ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აქვეყნებს.
„ცესკო-ს ინფორმაციით, 10:00 საათის მდგომარეობით, ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 8.34% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 292 957 მოქალაქეა. 2012 წელს ამავე დროისთვის ხმის მისაცემად 10.66% იყო მისული", - წერს ნინო კობახიძე.