logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისათვის - წასაკითხადაც კი საშიშია
- +

8 ოქტომბერი. 2016. 12:29




ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:



საქართველო გაიმარჯვებს!!!

რა გააკეთა მთავრობამ და თქვენ ამის შესახებ არ იცოდით.

ამ სიაში მხოლოდ აგვისტო-სექტებრის მოკლე ჩამონათვალია.

P.S. ფრთხილად!!! ნაციონალური მოძრაოის" წევრებისათვის - წასაკითხადაც კი საშიშია.

რა გაკეთდა?! - ანუ გაჩერებული საქართველო"

1. განახლებული პლეხანოვი გაიხსნა

2. საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა

3. ამბროლაურის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლი გაიხსნა

4. თბილისის ტრანსპორტს Man-ის ახალი ავტობუსები დაემატება

5. თამარაშვილის ქუჩაზე კილომეტრნახევრიანი ხეივანი კეთილმოეწყო

6. რომის პაპი საქართველოს ვიზიტით ეწვია

7. ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტი აშენდება

8. დიმიტრი ქუმსიშვილმა ზუგდიდში ტექნოლოგიური პარკი გახსნა

9. იმერეთში ლურჯი მოცვის პლანტაცია გაშენდა

10. ნუცუბიძის I მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

11. შსს- ოპერაციების ცენტრი გაიხსნა

12. გუმბათი-სამთაწყაროს გზის რეაბილიტაცია დასრულდა

13. ბათუმში ორდარბაზიანი, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი

14. საქართველო თანამედროვე სტანდარტების ასინქრონულძრავიანი ელმავლების წარმოებას იწყებს

15. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ორი ახალი დარბაზი დაემატა

16. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დიღმის მასივში მაიაკოვსკის რეაბილიტირებული სკვერი გახსნა

17. გაიხსნა საუნივერსიტეტო კლინიკა 220 საწოლზე ზუგდიდის რაიონის სოფ. რუხში

18. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დასაქმების საერთაშორისო პლატფორმა გაიხსნა

19. გიორგი კვირიკაშვილმა აგარაში ხილის სპირტის მწარმოებელი საწარმო გახსნა

20. 700 მოსწავლე გორში, სწავლას თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლაში განაგრძობს

21. რეგიონებში ძველი საფეხბურთო მოედნების რეაბილიტაცია იწყება

22. ბათუმს ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ეიფორია ბათუმი" შეემატა.

23. „ენერგო-პრო ჯორჯია" ჩოხატაურის რაიონის სოფლების ენერგომომარაგების გაუმჯობესების მიზნით სამუშაოებს აწარმოებს

24. ისანში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა

25. 100 მილიონი დოლარის ოდენობის დამატებითი ინვესტიცია ჩაიდო კასპში, - პროექტი ჰაიდელბერგცემენტის" ქარხნის სრულ მოდერნიზაცია მიმდინარეობს

26. Golden Tulip"-ის მენეჯმენტით საქართველოში კიდევ 5 სასტუმრო გაიხსნება, მათ შორის, თბილისში, თელავში, წყალტუბოსა და ბორჯომში,

27. თბილისში ვერტიკალური პარკინგის კონსტრუქციები გამოჩნდება

28. თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის გზის სავალი ნაწილი გამოიყო

29. ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ახალი დაბალტარიფიანი რეისები შესრულდება

30. კურორტგოდერძის" განაშენიანების რეგულირების გეგმაზე მუშაობა დასრულდა - ორი ახალი სასტუმრო აშენდება

31. ლევილის მამული საქართველოს გადმოეცა

32. აშშ- მთავრობა საქართველოს ორ 110-ფუტიან Island-კლასის საპატრულო ხომალდს საჩუქრად გადასცემს

33. საგურამოჰესი" ექსპლუატაციაში შევიდა

34. პირველად ამიერკავკასიაში - ნაკადულის კალმახის საშენი საჩხერის მუნიციპალიტეტში აშენდება

35. ბოტანიკურ ბაღში ახალი კაფე გაიხსნა

36. ქალაქ მარნეულში, ადგილობრივი თვითმმართელობის ინიციატივით, TN-C-S სისტემის მაშტაბური გარე განათების მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის მთავარი ფუნქცია ქალაქისთვის ხარისხიანი და ეკონომიური გარე განათების მიწოდებაა,

37. ენგურჰესზე" ტურისტული სივრცე მოეწყობა

38. გიორგი აბაშიშვილმა კასპში საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში რეპრესირებულთა მუზეუმი გახსნა

39. რუხის სანერგე მეურნეობაში კოლხური ბზის მოშენების მეორე ეტაპი დაიწყო

40. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბნავისში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა

41. თსუ-ში Bloomberg-ის საერთაშორისო სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია გაიხსნა

42. სოფელ ზედა ჭარნალში ახალი სკოლა გაიხსნა

43. სილიკონ ველი თბილისის" კედელში სპეციალური ფირფიტა მოთავსდა, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის იმ პირველ წარმატებულ და გამორჩეულ ადამიანს გადაეცემა, რომელიც მილიონერი გახდება. ეს შეიძლება იყოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ან სტუდენტი. საქართველოში განხორციელებული მრავალმილიონიანი პროექტი - „სილიკონ ველი თბილისი" IT აკადემიას, ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, ლაბორატორიულ და კვლევით ცენტრებს, ტექნოლოგიურ ინკუბატორებს ერთ სივრცეში აერთიანებს.

44. თბილისში ცნობილი ფრანგული ბრენდის, BRICORAMA- სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი გაიხსნა

45. სოფელ იყალთოში ქვევრის სკოლა-სახელოსნოს -ქვევრის სახლის" მშენებლობა მიმდინარეობს

46. უახლოეს პერიოდში თბილისს განახლებული კუს ტბის საბაგირო გზა მოემსახურება

47. საქართველოში მსოფლიოში ცნობილი გერმანული კომპანია Henkel-ის, კავკასიაში პირველი, წებოვანი, მშრალი ნარევი მასალების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა.

48. სოფელ რუხში აფხაზეთთან დამაკავშირებელი მთავარი ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

49. ჩუღურეთის რაიონში 40 ეზოში ასფალტის საფარი დაიგო

50. თბილისში კიდევ ერთი კომფორტული დასასვენებელი ადგილი - ლევან გოთუას სახელობის სკვერი მოეწყო.

51. კომპანია კახური ტრადიციული მეღვინეობა" ველისციხეში ახალ სპირტსახდელ ქარხანას ხსნის. ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე იტალიური ტექნოლოგიებით.

52. 2000-ზე მეტ ქალაქსა და სოფელში ინტერნეტიზაცია დაიწყება, რომელსაც ფონდი ქართუ" დაახლოებით 100 მილიონი დოლარით სრულად აფინანსებს.

53. ქუთაისში ბიძინა ივანიშვილის მიერ დაპირებული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ პროექტის განმახორციელებელ ქართუ ჯგუფში" განაცხადეს. მათი ინფორმაციით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. პროექტის ღირებულება 500 მილიონი დოლარია

54. თბილისში 500 ცალი პლასტმასის ცეცხლგამძლე ნაგავშემკრები კონტეინერი გადანაწილდება

55. ნოემბრიდან საქართველოში საჰაერო ტაქსები" იფრენს. ამ ეტაპზე კომპანია აჭარა ჯგუფი" ფრენებისთვის ლიცენზიას ელოდება, რის შემდეგაც სხვადასხვა მიმართულებით ფრენებს დაიწყებს

56. 14 დევნილ ოჯახს თბილისში ბინა გადაეცა

57. აგლაძის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები დასრულდა

58. საქართველოში მდებარე ორი ბენზინგასამართი სადგური მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ბენზინგასამართებს შორის დასახელდა .ტელეგრაფის" მიერ გამოქვეყნებული ათეულის თანახმად, გორთან მდებარევისოლის"და ბათუმში მდებარე ბენზინგასამართი სადგურები მსოფლიოს 10 ყველაზე ლამაზ ბენზინგასამართ სადგურებს შორის მესამე და მეოთხე პოზიციაზე არიან.

59. ბორჯომში სტიქიის შედეგად დაზიანებული მრავალბინიანი შენობების სახურავების რეაბილიტაციაზე 300 000 ლარამდე დაიხარჯა

60. საპარტნიორო ფონდმა წინანდალში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტირედისონ ბლუ წინანდალში" განაახლა

61. პროგრამააწარმოე საქართველოს" ფარგლებში შპსროიალ ჯორჯიამ" მატრასების მწარმოებელი საწარმო შექმნა

62. ქობულეთში ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრი გაიხსნა

63. გერმანული პრესა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტს ეხმიანება. საქსონიის ფედერალური მიწის შს მინისტრისა და საქართველოს შს მინისტრის შეხვედრას სტატიას უძღვნის გერმანული გამოცემა „Bild".

64. საქართველოს ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი ესტუმრა

65. შეკვეთილში მუსიკოსების პარკი გაიხსნა

66. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ფონდმა ქართუმ" სასტუმროს მშენებლობა 300 000 ლარით დააფინანსა

67. წილკანში შიდა საუბნო ქუჩების მოხრეშვითი სამუშაოები ჩატარდა

68. საქართველოს 7-8 სექტემბერს NATO- გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვია

69. დედაქალაქს კიდევ ერთი ისტორიული შენობა შეუნარჩუნდება. კრწანისის რაიონის გამგეობამ, კოტე აფხაზის №43-ში, მწვავედ ავარიული ორასი წლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო

70. უჩამბის ბაგა-ბაღის რეაბილიტაციაზე 84 000 ლარი დაიხარჯა

71. ქვემო სვანეთის სამ სოფელში - ბავარში, მანანაურსა და ცხუმალდში, სადაც 1987 წლის შემდეგ დენი არ ყოფილა, პირველად აინთება შუქი

72. ფონდმაქართუმ" ორ ჰექტარზე განთავსებული მინიატურების პარკი სახელმწიფოს საჩუქრად ოფიციალურად გადასცა

73. ბათუმში თაფლის ფესტივალი გაიხსნა

74. ქართუმ" საქართველოზე ინგლისელ მონარქთა უცნობი ჩანაწერების კვლევის პროექტი დააფინანსა

75. ბორჯომის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან დაზიანებული სახლების გადახურვისათვის 300 000 ლარამდე გამოიყო

76. თბილისში, ქავთარაძის .N 23-ში, ყოფილი ლეჩკომბინატის" შენობაში, დედაქალაქის მასშტაბით ყველაზე დიდი დიაგნოსტიკური ცენტრი იხსნება

77. ბათუმში სოციალური სახლის მშენებლობა დასრულდა

78. თბილისში ბათუმის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

79. მერია მცხეთის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს

80. ქართული ღვინით დატვირთული 10 კონტეინერი ჩინეთის მიმართულებით გავიდა

81. სამეგრელოში თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო GEO FOOD" გაიხსნა

82. სოფელ ლეკურაში რკინაბეტონის გზების დაგებაზე 83 312 ლარი დაიხარჯა

83. ოთხოზორიას ოჯახს ბინა გადაეცა

84. 97 ეკომიგრანტს ფართები დაუკანონდათ

85. ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარედ, „საოცრებათა მოედანზე", ექვსი ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე დაზიანებულ ფილები შეიცვალა

86. დუგლაძეების ღვინის კომპანიასა" და ჩინურ კომპანიას შორის, 1მლნ ბოთლის შესყიდვაზე ხელშეკრულება გაფორმდა

და ეს მხოლოდ 2 თვის მონაცემებია", - წერს კოკა ყანდიაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner