logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: არჩევანი გავაკეთე თავისუფლების, სწრაფი განვითარების და კეთილდღეობის სასარგებლოდ
- +

8 ოქტომბერი. 2016. 12:30


 



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი გააკეთა.


ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ დღევანდელი არჩევნები განსაკუთრებულია, რადგან საზოგადოების უმრავლესობამ გააზრებული არჩევანი გააკეთა.



„არჩევანი გავაკეთე თავისუფლების, სწრაფი განვითარების და კეთილდღეობის სასარგებლოდ. რატომაა ჩემთვის დღევანდელი არჩევნები განსაკუთრებული?! ვფიქრობ, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მოახერხებს და გააკეთებს არჩევანს აზრით, გონებით და არა ემოციებით, გააზრებულად და არა რწმენით. ჩვენ უახლეს ისტორიაში მოვახერხეთ, რომ ვიღაცის გვჯერა რაღაც დროს, რაღაც მომენტში გვწამს და ამ რწმენის მიხედვით წლობის განმავლობაში ვახერხებთ, დავუჭიროთ მხარი რომელიღაც პარტიას ან ვიღაც პოლიტიკოსს. დღევანდელი არჩევნები განსაკუთრებულია იმით, რომ ჩვენმა საზოგადოებამ მოახერხა, გონებითა და აზრით გაეკეთებინა არჩევანი. ვფიქრობ, ხარისხობრივი გარდაქმნა მოხდა, რამეთუ საზოგადოების უმრავლესობამ მოახერხა გონებითა და გააზრებით არჩევანის გაკეთება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner