„ცესკო-ს ვთხოვ, საღამოს შედეგები ნელ-ნელა, შეპარვით გამოაცხადოს, თორემ ბნედა დაეცემათ და სასწრაფოების მხრივ დეფიციტი შეიქმნება!" - წერს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში.
„ალო, ალო... სანზონას ვაკონტროლებ, სრული სიმშვიდეა, უბნებში რიგებია, ძალიან მაღალი აქტივობაა დილის 8 საათიდან!
მიუხედავად იმისა, რომ „ნაცებს" სამი თითის კომბინაციას უჩვენებენ, მაინც ჰგონიათ, ამდენი ხალხი მათ მხარდასაჭერად მოდის და უკვე ზეიმობენ გამარჯვებას. ცესკო-ს ვთხოვ, საღამოს შედეგები ნელ-ნელა, შეპარვით გამოაცხადოს, თორემ ბნედა დაეცემათ და სასწრაფოების მხრივ დეფიციტი შეიქმნება!
სხვათა შორის, ვფიქრობ, არჩევნები 8 საათამდე არ გაგრძელდება, სადღაც 3-4 საათისთვის დასრულდება მავანთა ბოგინი!" - წერს გელა ზედელაშვილი „facebook"-ზე.