logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: გაჩუმდით და ხელს ნუ იშვერთ იმ ადამიანისკენ, ვისი ქველმოქმედებაც კი მოსვენებას გიკარგავთ!
- +

16 მარტი. 2016. 02:48


პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს სადაც ოპონენტებს მოუწოდებს ცრუ ბრალდებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს:



„იქნებ გაჩუმდეთ, გაჩუმდეთ მაინც და ხელს ნუ იშვერთ სხვისკენ, მითუმეტეს იმ ადამიანისკენ, ვისაც ლომის წილი მიუძღვის ავადმყოფური სისტემის, ადამიანის ღირსების და პატივის განადგურებისკენ მიმართული რეჟიმის დამარცხებაში.

 

27000 -ზე მეტი უკანონო ჩანაწერის შემქმნელებისგან ვერ მივიღებთ დღეს ვერანაირ საყვედურს! რატომ იწვევთ საზოგადოებას?! რატომ ვერ თავისუფლდებით ამ ცინიზმისგან?! თუ ბოდიშს არ იხდით, გაჩუმდით მაინც! იმედი მაქვს, ამასაც მოერევა სახელმწიფო და ჯანსაღი საზოგადოება! აუცილებლად დამარცხდებით, ვინც სხვის ადამიანურ ტრაგედიაზე, საზოგადო პრობლემაზე, ტკივილზე საკუთარ ბნელ გეგმებს აგებთ და სარგებელს ეძებთ!

თქვენ უკვე ძალიან ცოტანი ხართ, ამიტომ საღ აზრს, სიმართლეს, ადამიანებს და ადამიანობას ვერ მოერევით! ამიტომ, გაჩუმდით, გაჩუმდით და ხელს ნუ იშვერთ იმ ადამიანისკენ, ვისი არსებობა და ქველმოქმედებაც კი, დიდიხანია მოსვენებას გიკარგავთ!!!"

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner