logo_geo
eng_logo
დაჩი ცაგურია: დაგტოვათ ობლად, მიშისტებო?
- +

8 ოქტომბერი. 2016. 13:03


 


„საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„დაგტოვათ ობლად, მიშისტებო? ასეთი გადამგდები აფერისტია... მიშა, ჩამოდი რა, გთხოვ... იმ ხალხს უთხარით, შავი ზღვის ნაპირთან რომ ელოდებიან „გადმომცურავს", რომ მიატოვეს", - წერს სოციალურ ქსელში დაჩი ცაგურია.



„РИА Новости" ტელეახრ „112 Украина"-ზე დაყრდნობით აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში ჩასვლა გადაიფიქრა.


 

„დიდი გეგმები მაქვს უკრაინაში, აქ უბრალოდ არ ჩამოვსულვარ, ვფიქრობ, ბრძოლის ველი არ უნდა მივატოვო", - აცხადებს სააკაშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner