საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. პატრიარქმა მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისაკენ მოუწოდა.
„მთელს საქართველოს ვულოცავ ამ ღირსშესანიშნავ დღეს. მე მოვუწოდებ ყველას, მთელ მოსახლეობას, რომ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ღმერთმა დალოცოს საქართველო", - ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.