„ზესტაფონის საარჩევნო ოლქში რამდენიმე უბანზე ფულის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა", - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ავრცელებს.
„კერძოდ, დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატის ილია კოკაიას წარმომადგენლები საარჩევნო უბნიდან გამოსულ ამომრჩეველებს, რომლებიც იმის დამამტკიცებელ საბუთს წარმოადგენენ, რომ არჩევანი ილია კოკაიას სასარგებლოდ გააკეთეს, გარკვეული რაოდენობის თანხას ურიგებენ. აგიტატორი აცხადებს, რომ არის „ოცნების" მხარდამჭერი და ასახელებს ვინმე რეზო გოგოლაძეს, რომლისგანაც მიიღო დავალება, დაზუსტებული ინფორმაციით, რეზო გოგოლაძე არის ილია კოკაიას წარმომადგენელი", - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.