logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: მშვიდად და წყნარად ვხვდებით არჩევნებსაც და გამარჯვებასაც
- +

8 ოქტომბერი. 2016. 13:58



„მშვიდად და წყნარად ვხვდებით არჩევნებსაც და გამარჯვებასაც. მშვიდად ვტოვებთ წარსულში იმ პარტიებს, რომლებმაც თავის თავი ამოწურეს, ვსწავლობთ უიარაღო ბრძოლის ილეთებს, ვნათლდებით და კიდევ ერთი საფეხურით ავდივართ განვითარებისკენ. ზუსტად ისეთ ნორმალურ ქვეყანას ვემსგავსებით, როგორიც უნდა ვიყოთ", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური წერს.

 

„და რაც მთავარია, ამას ვაკეთებთ ერთად "ერის მამების" და "ჩვენზე უკეთ მზრუნველების გარეშე". ხვალ ქვეყანა ჩვეულებრივ ცხოვრებას გააგრძელებს, ხალხი უფრო მომთხოვნი გახდება ხელისუფლების მიმართ და ხელისუფლებაც იძულებული იქნება დაიხვეწოს და უკეთესი გახდეს. არ გავჩერდეთ", - წერსგიორგი უძილაური.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner