logo_geo
eng_logo
ლევან გაჩეჩილაძე: მიდის ციფრების ბრახაბრუხი 50 მილიონზე მეტია ასათიანის ვალიო, ვერც ერთმა აუდიტმა დაადგინა, რომ ეს ასეა
- +

16 მარტი. 2016. 03:47


შ.პ.ს "სტუდია მაესტროს "გენერალური დირექტორი, ლევან გაჩეჩილაძე, შ.პ.ს "ემ ინვესტმენტის" შენობაში, იქ საიდანაც ტელეკომპანია "მაესტრო" მაუწყებლობს, რამდენიმე წუთის წინ მივიდა და პირდაპირი ეთერი მოითხოვა.  გაჩეჩილაძის თქმით, სამაუწყებლო ტექნიკა, რომლითაც არხი ეთერში გადის, შ.პ.ს "სტუდია მაესტროს" საკუთრებაა, რომელსაც ის ხელმძღანელობს.


კითხვაზე, როგორ აპირებს ლევან გაჩეჩილაძე ვალების გასტუმრებას, გაჩეჩილაძე პასუხობს:



"ადამიანს, რომელსაც თავის ბინაში არ უშვებენ, იმას იქ ძილი შეუძლია? 50 მილიონზე მეტია მაკა ასათიანის ვალიო, ვერც ერთმა აუდიტმა დაადგინა, რომ ეს ასეა. მეურვემ მითხრა, რომ ვალი პროცენტებით 22 მილიონი აღრიცხა".


გაჩეჩილაძის თქმით, მას არ აძლევენ დოკუმენტებს, რათა დადგინდეს რეალური რიცხვი, თუ რამდენია "მაესტროს" ვალი.


„პატიოსნად დაველოდე საჯარო რეესტრის რეგისტრაციას, პატიოსნად ვთქვი ის, რომ მე ნებაყოფლობის გარეშე არ შემოვალ შენობაში. არავინ არ გემუქრებათ. ჩემი პასუხისმგებლობაა  თქო ვაცხადებ და ვიღაცა ბაჩო კიკაბიძე იღებს გადაწყვეტილებას, რომ არხს მოშორდეს მაესტრო."- მიმართა გაჩეჩილაძემ წამყვანს.


 

წყარო: პირველი რადიო

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner