logo_geo
eng_logo
დაჩი ცაგურია: ეს ის ქვეყანა აღარაა, ზონდერებით და კუნთმაგარი ბრბოთი რომ ატარებდით არჩევნებს!
- +

8 ოქტომბერი. 2016. 15:06


„საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია მიმდინარე არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არსებულ დარღვევებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„ეს იმიტომ, მერე უნდათ დაიწყონ ყვირილი გადასატან ყუთებზე, ვითომ რაღაც გაყალბდა... ვეღარასოდეს გაგივათ, პროვოკატორებო! ვეღარასოდეს, თქვე პროვოკატორებო! კარგად დაიმახსოვრეთ, ეს ის ქვეყანა აღარაა, ზონდერებით და კუნთმაგარი ბრბოთი რომ ატარებდით არჩევნებს!" - წერს დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაურის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრ უბანზე „ნაციონალური მოძრაობის" წევრები საარჩევნო კომისიებში უარს აცხადებენ გადასატანი ყუთების წამღებთან წილისყრაში.

 

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner