logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებთ ყველას, ვინც ჩართულია საარჩევნო პროცესში, შეინარჩუნონ სიმშვიდე
- +

8 ოქტომბერი. 2016. 15:21


 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არჩევნები უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და მოუწოდა ამომრჩევლებს უფრო მეტი აქტიურობისკენ.



„საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, რასაც კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ. კვლავაც არ ფიქსირდება მნიშვნელოვანი ხარვეზები საარჩევნო პროცესში. აღვნიშნავ, რომ მოხდა სამწუხარო ინციდენტი ვაზისუბანში, 48-ე საარჩევნო უბანთან, სადაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს საარჩევნო დამკვირვებლებს. ჩვენი ინფორმაციით დაწყებულია გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე. მოვუწოდებთ ყველას, ვინც ჩართულია საარჩევნო პროცესში, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ვთხოვთ სამართალდამცავ ორგანოებს განახორციელონ მყისიერი რეაგირება ნებისმიერ ამგვარ ინციდენტზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამომრჩევლებს, იაქტიურონ და საარჩევნო ყუთთან პოზიციის დაფიქსირებით საკუთარი წვლილი შეიტანონ საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner