გერმანიის ქალაქი ხემნიცი პოლიციის მიერ ბლოკირებულია და მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. მედიის ინფორმაციით, ქალაქში აფეთქების საფრთხე არსებობს.
გავრცელებული ინფორმაციით, საქსონიის პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის ფოტოები სოციალურ ქსელებში არ გამოაქვეყნონ.
„მოსახლეობის ევაკუაცია აუცილებელია. საფრთხე არსებობს და ხმელეთზე დიდი ძალებია განთავსებული",- აცხადებენ სამართალდამცველები.