ცესკომ წარმოადგინა ინფორმაცია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ 15:00 საათის მდგომარეობით. ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 34.8 % შეადგინა. სულ ხმა 222 634 ამომრჩეველმა მისცა.
„კანონმდებლობის თანახმად ხმის მიცემა არის ფარული და ყველა ვალდებულია პატივი სცეს ხმის მიცემის პრინციპს. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ რაიმე სახის ინფორმაციის გავრცელებისგან ხმების დათვლამდე", - განაცხადეს ცესკოში.