გერმანელმა სამართალდამცველებმა აეროპორტში ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხე აიცილეს თავიდან.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტის თავიდან აცილების მიუხედავად, ეჭვმიტანილი ჯერ არ დაუკავებიათ და სამართალდამცველები სამძებრო სამუშაოებს განაგრძობენ.
აეროპორტის თავდასხმის შეთქმულებაში ეჭვმიტანილი სირიელია, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
პოლიციამ ქალაქ ხემნიცში ალყაში მოაქცია შენობა და მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა.