Facebook-გვერდი „ნუ გეშინია, მიშა" სოციალურ ქსელში ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„მიშიკომ, როგორც არ უნდა დამთავრდეს არჩევნები, მე საქართველოში დაბრუნებას არ ვაპირებო.
აბა, რამდენიმე დღის წინ გვირაბის გათხრას რომ იწყებდა ოდესიდან სოლოლაკში, ის რა იყო? მარა ჯერ იმაში დაიჭირეს, რომ ეგზიტპოლები გააყალბა და არ გამოუვიდა, მერე იმაში, რომ ოდესიდან დაგეგმა თარგამაძის მანქანის აფეთქება და ახლა ჰა, ზის გუბერნატორი ოდესაში და ჭამს წითელ ჰალსტუხს".