logo_geo
eng_logo
გოგი თოფაძე: ხიდაშელის თავხედური ნაბიჯით რატომ არ უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცავი ორგანოები?
- +

17 თებერვალი. 2016. 16:21



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე აცხადებს, რომ თინა ხიდაშელი დიდი ხანი არ იქნება მინისტრი, რადგან მისი კანდიდატურა ამ პოსტზე შეუფერებელია. გოგი თოფაძე განმარტავს, რომ ხიდაშელის მიერ არჩევნების პროცესში ჩარევამ ამომრჩეველს არჩევნების ობიექტურად ჩატარების იმედი დაუკარგა. განცხადებები პარლამენტის წევრმა „ობიექტივის" ეთერში გააკეთა:


„მაქვს შესაბამისი მტკიცებულებები აუდიომასალის სახით, სადაც საგარეჯოს არჩევნებში, სპეცუბნის შექმნასთან დაკავშირებით თინა ხიდაშელის ბრალეულობა იკვეთება.

 

ჯარისკაცების ჩამოყვანა, ტრანსპორტირება, დისლოკაცია, კვება დიდ ხარჯებს მოითხოვდა და ასე მდიდარიც არ არის ჩვენი თავდაცვის სამინისტრო, რომ თანხები არამიზნობრივად დაეხარჯა. თუ მინისტრი იტყვის, რომ მის გარეშე გაკეთდა ეს ცვლილება, მაშინ გამოდის, რომ იგი სუსტი მინისტრია და სამინისტროში სადავეებს ვერ ფლობს.

 

არის მეორე საკითხი, თუ ასეთ სერიოზულ კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე, კოალიციაში ნაკლებად სერიოზულ დარღვევებზე მოხდა რეაგირება და კანონდამრღვევი დაისაჯა, მაშინ რატომ არ უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცავი ორგანოები საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ გადადგმული თავხედური ნაბიჯით? არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია, ამ თემაზე უნდა ჩატარდეს გამოძიება და ხიდაშელი უნდა დაიკითხოს. უნდა დაისვას მისი ბრალეულობის საკითხი. ეს იქნება კარგი პრეცედენტი, რათა თავხედური ნაბიჯების გადადგმა სხვებმა ვეღარ გაბედონ...

 

არჩევნები კანონდარღვევით „ქართულ ოცნებას" არ ჩაუტარებია - არჩევნები კანონდარღვევით ჩაატარა თინა ხიდაშელმა! ვფიქრობ, რომ ეს ქლბატონი დიდი ხანი არ იქნება მინისტრი, რადგან მისი კანდიდატურა ამ პოსტზე შეუფერებელია", - განაცხადა გოგი თოფაძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner